eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მიღება სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე -  ერთწლიანი, 60-კრედიტიანი პროგრამა

ცხადდება მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე -  (ერთწლიანი, 60-კრედიტიანი პროგრამა)

 

პროგრამა ფუნქციონირებს ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის საკითხების კვლევის ცენტრის ბაზაზე.

 

თსუ იყო ერთ-ერთი პირველი უმაღლესი სასწავლებელი, სადაც სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ამოქმედდა.  პროგრამაზე სწავლა არის პირისპირ -  მეცადინეობები ძირითადად ტარდება თსუ-ს მესამე კორპუსში. სტუდენტების საჭიროებებიდან გამომდინარე, ლექცია-სემინარები უმეტესად საღამო საათებში ტარდება. პროგრამა გულისხმობს როგორც თეორიულ ნაწილს, ისე ინტენსიურ სასკოლო პრაქტიკას.

 

სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, დასაქმება შესაძლებელია ისეთ დაწესებულებებში, როგორებიცაა:

 

ზოგადსაგანმანათლებლო ან/და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები;

დღის ცენტრები;

სარეაბილიტაციო დაწესებულებები;

მცირე საოჯახო ტიპის ცენტრები.

პროგრამის განხორციელებაში ჩართული არიან ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, დარგის სპეციალისტები.

სპეციალური მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასური იფარება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.  


პროგრამაზე მიღების ვადებთან დაკავშირებით იხილეთ ბმული.

თარიღი: 11/08/2026